სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ პირველი საჩუქარი მიიღო

სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ პირველი საჩუქარი მიიღო. ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნით დათარიღებული ბრინჯაოს დიადემა და სარდიონ-ლაზურიტის მძივი ოქროს კულონით. ინფორმაციას გიორგი კალანდია ავრცელებს.
„შემომწირველმა (რომელმაც ანონიმურობა ისურვა) განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთი კახეთიდანაა და მისი წინაპრების სახლში საუკუნეზე მეტ ხანს ინახებოდა, თუმცა ქართული კულტურისა და სასახლე-მუზეუმების მხარდაჭერის ნიშნად შემომწირველმა გადაწყვიტა, უნიკალური ნივთი მუზეუმისათვის და, მაშასადამე, ქართველი ხალხისათვის გადაეცა საჩუქრად. სასახლე-მუზეუმების გაერთიანება განსაკუთრებულ მადლიერებას გამოთქვამს ესოდენ მნიშვნელოვანი შემოწირულობისათვის“, – წერს გიორგი კალანდია.
კომენტარები კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: მიაქციეთ ყურადღება სიტყვას: „მოქალაქე“. პროკურატურა მალავს, რომ სინამდვილეში ეს „მოქალაქე“ მათი აგენტი-პროვოკატორია (რომლის ვინაობაც ვიცით) და ექიმს დანაშაულის პროვოცირება მოუწყეს

დავით ფანჯაკიძე – მინდა, რომ როცა დავსხდებით ფინჯან ყავასთან და გავარჩევთ საკითხებს, გვერდით გამოიაროს ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენთან ერთად დალიოს ყავა, ხოლო გვერდით მაგიდასთან იჯდეს მიხეილ სააკაშვილი – ეს არის ნორმალური ქვეყანა

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური – უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის დანაკარგების საერთო რაოდენობა, დაჭრილების ჩათვლით, 1.5 მილიონ ადამიანს შეადგენს – აქედან 500 000 მოკლულია