სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერი გაძევებისაგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 46-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მე-2 ადგილზეა

სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერი გაძევებისაგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 46-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მე-2 ადგილზეა
დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) „მოსამართლეთა დევნის“ (Judicial purges) ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც სასამართლოს სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერ გაძევებას იკვლევს (როგორც წესი, პოლიტიკური მოტივით). ამ მანკიერებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 46-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში 16-ე პოზიციაზე მოხვდა, კავკასიასა და შავიზღვისპირეთში ლიდერობს და პოსტსაბჭოთა სივრცეში ს შემდეგ მეორე ადგილზეა.
საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6, ევროკავშირის 15 და ნატოს წევრ 20 სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. საქართველოს რეიტინგში ჩამორჩება ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, იაპონია, ავსტრალია, შვეიცარია, პორტუგალია, ჩეხეთი, საბერძნეთი, ლიეტუვა , ლატვია და ა.შ.
მსოფლიოს რეიტინგში ლიდერობს ირლანდია, ფინეთი და ესპანეთი; ბოლო ადგილებზე კი გავიდა გვატემალა, სირია და ნიკარაგუა.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველო რეიტინგში 108-ე ადგილზე იყო და სარეიტინგო პოზიცია 11 წელიწადში 62 ადგილით აქვს გაუმჯობესებული.
„დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე.
მისი სათაო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.
პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონალური მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.
ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” ეფუძნება.

ასევე დაგაინტერესებთ

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მოვუწოდებდი, როგორც აფასებს საქართველოს, ასეთივე შეფასებები გააკეთოს, როდესაც მიტინგები იმართება აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც გაცილებით მკაცრია პოლიციის ქმედებები

ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს აქვს პირველი 11 წლიანი პერიოდი, როდესაც არის მშვიდობა და დაცულია უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და რეგიონში არის უმძიმესი ომი უკრაინის წინააღმდეგ

აქტივისტები ვნებიანად, აჟიტირებულად ებრძვიან ე.წ. “რუსულ კანონს” და ვითომ “რუსულ რეჟიმს”, თუმცა საკუთარი თავის დასაცავად და პირად გამოწვევებთან გამკლავებაში ხშირად მორცხვი, დათრგუნული ჯუჯები არიან