სასამართლო ოქტომბრის აქციის ფარგლებში კიდევ 4 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში კიდევ 4 ბრალდებულის: ალექსანდრე გოგოლაძის, დავით ჟღენტის, გიორგი რურუას, კახაბერ მჟავანაძის სასამართლო მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
საქმეს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი განიხილავს.
სახელმწიფო ბრალდება ოთხივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. -ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

სასამართლო 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული კიდევ 5 პირის – ბექა მაჭავარიანის, ვახტანგ ფიცხელაურის, მანუჩარ მიქელაძის, ალექსანდრე ხაბეიშვილის და სერგო მეგრელიშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს