სასამართლო ს და მურთაზ ზოდელავა საქმეზე არსებით განხილვას იწყებს

სასამართლო ს და მურთაზ ზოდელავა საქმეზე არსებით განხილვას იწყებს – ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის და ყოფილი გენერალური პროკურორის პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დაიწყო. როგორც ადგილიდან “ტვ პირველის” კორესპოდენტი იუწყება, ლევან ხაბეიშვილი უკვე შეიყვანა დარბაზში საბადრაგო სამსახურმა.

“იკო მამა გილოცავ, ჩემი ჩემპიონი ბიჭი ხარ” – უთხრა ენმ-ს ლიდერმა სხდომაზე მყოფ შვილს, რომელმაც კარატეზე მეტოქეს სძლია.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიონ – დაცვის მხარე ბრალდების მხარეს მტკიცებულებებს სავარაუდოდ უდავოდ გაუხდის, რადგან აღნიშნული მტკიცებულებები სატელევიზიო ეთერებში საჯაროდ გაკეთებული განცხადებებისგან შედგება.

სავარაუდოდ, დღევანდელ სხდომაზე სიტყვით ისარგებლებენ საბრალდებო სკამზე მჯდომი ოპოზიციონერი ლიდერი და ყოფილი გენპროკურორი.

დღეს იწყება მტკიცებულებათა გამოკველვა. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მოწმეები პროკურატურას არ მოუყვანია.  ერთადერთი ღირებული ჩვენთვსი ამ საქმეში არის 3 სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლის ჩვენება, რომელიც უდნა დავკითხოთ, სხვა მხრივ  როგორც ვიცი აპირებენ ვიდეომტკიცებულებებსი გამოკვლევას. ჩვენ სავარაუდოდ ამ ვიდეომტკიცებულებებს უდავოდ გავუხდით”, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა. 

  • ხელისუფლების დამხობისა და ქრთამის შეთავაზების ბრალდებით პატიმრობაში მყოფი ოპოზიცონერი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის საქმის განხილვა დღეს გრძელდება სასამართლოში. პოლიტიკოსი სუსმა 2025 წლის 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ოფისთან დააკავა. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.

ხაბეიშვილთან ერთად, 11 სექტემბერს, დააკავეს მურთაზ ზოდელავაც. ზოდელავას ხაბეიშვილის მობილურის გადამავლას ედავებიან, რომელიც მას დაკავებისას პოლიტიკოსმა მიაწოდა. ზოდელავას ამ საქმეზე ბრალი წაუყენეს გამოძიებისთვის ხელისშეშლის მუხლით და გირაო შეუფარდეს. მოგვიანებით, 4 ოქტომბერს, ზოდელავა „სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების“ ბრალდებით დააპატიმრეს.