სასამართლო ვერდიქტის მოლოდინში, ნიადაგს მოწყვეტილი უნიკალური ხეები ნაცებმა მაინც მოკლეს

მეხუთე წელია ნაცსექტანტები “ივანიშვილის ბაობაბებს” და მის მიერ დაფუძნებულ დენდროლოგიურ პარკს ებრძვიან, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, “ნაცმოძრაობის” მიერ ტრანსპორტირების ხელოვნურად შეფერხების გამო, უნიკალური მცენარეები გახმა.
ქართველიშვილის განცხადებით, ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, ადამიანების ფიზიკური, სულიერი და ფსიქოლოგიური განადგურების მანიაკალურ დიდოსტატებს, არ გაუჭირდებოდათ არც დენდროლოგიური პარკის, არც განახლებული აბასთუმანის მიწასთან გასწორება.
“მეხუთე წელია ნაცსექტანტები “ივანიშვილის ბაობაბებს” და მის მიერ დაფუძნებულ დენდროლოგიურ პარკს ებრძვიან. მათ უკვე წააგეს თავისივე პროვოცირებული ბრძოლა რუსეთთან, ისინი დამარცხდნენ ქართველ ხალხთან, მაგრამ ხეებთან ომს არ ეშვებიან და ამ ომშიც მარცხის მიუხედავად, მცირე მავნებლობას მაინც აღწევენ და მას საზეიმოდ აღნიშნავენ.
მათ მიერ ბაობაბების წინააღმდეგ გამოცხადებულმა ბრძოლამ თავისი გაგრძელება კენიის სასამართლოში ჰპოვა. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ნაცები იქაც დამარცხდნენ, მაგრამ სასამართლო ვერდიქტის მოლოდინში, ნიადაგს მოწყვეტილი უნიკალური ხეები ნაცებმა მაინც მოკლეს. მათ წინააღმდეგ გამამტყუნებელი სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, სამწლიანი პაუზის შემდეგ განვითარებული უკუქცევადი ბიოლოგიური პროცესების გამო, ნიადაგში დარგული ხეების გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
ალბათ ძნელად წარმოსადგენი არ არის, რა დონის ზეიმია ნაცსექტის ბანაკში – ეს ხომ მათთვის ივანიშვილზე გამარჯვების მოპოვების ტოლფასია. ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, ადამიანების ფიზიკური, სულიერი და ფსიქოლოგიური განადგურების მანიაკალურ დიდოსტატებს, არ გაუჭირდებოდათ არც დენდროლოგიური პარკის, არც განახლებული აბასთუმანის მიწასთან გასწორება – რადგან ყოველივე ეს და სხვა უამრავი დანარჩენი, ივანიშვილის ქველმოქმედებასთან არის გაიგივებული.
იზეიმონ, რა გაეწყობა – მანიაკების განსულიერებულ ბუნებას რა ჩაწვდება. დანარჩენს კი 26 ოქტომბერს გაეცემა პასუხი…” – წერს ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ტრამპს სთხოვა ითამაშოს აქტიური როლი კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარების პროცესში. ეს ტემპი თუ შენარჩუნდება, ტრამპის სამშვიდობო მატარებლის შემდეგი გაჩერება – საქართველო უნდა იყოს

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში – ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში