სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესი მიმდინარეობს

ბაჩო ახალაია საკუთარ სასამართლო პროცესს ესწრება – თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქალაქო სასამართლოს ეზოში ამ წუთებში შეიყვანეს.
პროცესი სასამართლოში ზუსტად 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მისი იზოლატორიდან ეტაპირების პროცესი დაგვიანდა. რამდენიმე წუთში სავარაუდოდ, მოსამართლე სხდომას გახსნის.
ახლა ყველაზე საინტერესოა, მოითხოვს თუ არა პროკურატურა პროცესის დახურვას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა, რომ ახალაიას ადვოკატს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაია პროკურორს – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია, ვინც მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა, მე ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ

ბაჩო ახალაია პროკურორს – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია ის, ვინც ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა და ვინც ჩემი ცოლ-შვილი მძევლად აიყვანა – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი