„სასამართლოსგან განსხვავებით არბიტრაჟში მხოლოდ ერთი ინსტანციაა და პროცესი მხარეებზეა მორგებული“ – ბექა ინჯია

„ბიზნეს ურთირთობებში ყოველთვის არის რისკი რომ რაღაც გართულდება, ერთი მხარე მეორეს არ გადაუხდის თანხას და შესაბამისად, წარმოიშობა უთანხმოება. არსებობს სასამართლო, თუმცა ასეთი დავების გადაწყვეტის ერთ-ერთი ეფექტიანი გზა არის არბიტრაჟი. მას უწოდებენ ხოლმე კვაზი მართლმსაჯულების ორგანოს, რადგან ეს არის მხოლოდ ბიზნეს დავების გადაწყვეტის მექანიზმი, სასამართლოს გარეშე. თუ ჩვენ არბიტრაჟს ავირჩევთ, სასამართლოს მიერ ამ კონკრეტულ საქმეზე სასამართლოს გზით ამ დავის გადაწყვეტა ავტომატურად გამოირიცხება“, – ამის შესახებ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანმა ბექა ინჯიამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად, საარბიტრაჟო სასამართლოს თემაზე საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, საარბიტრაჟო დავის დასაწყებად მხარეთა თანხმობაა საჭირო, რომელიც ხელშეკრულებაში უნდა იყოს ჩადებული. მის გარეშე ბიზნესები საარბიტრაჟო სასამართლოს ვერ მიმართავენ. თუმცა, არსებობს შემთხვევებიც, როცა მხარეები საარბიტრაჟო დავის გამოყენებაზე უთანხმოების წარმოშობის შემდეგ თანხმდებიან.
სასამართლოსა და არბიტრაჟს შორის არსებობს ბევრი მნიშვნელოვანი განსხვავება, რის გამოც მხარეები დავის გადასაწყვეტად ამ უკანასკნელს ირჩევენ.
„საარბიტრაჟო ინსტიტუტის პირველი უპირატესობა არის დრო. რადგან სასამართლოში გვაქვს სამი ინსტანცია, არბიტრაჟში კი მხოლოდ ერთი, გადაწყვეტილება კი საბოლოოა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ არბიტრაჟი დავას წყვეტს ის არბიტრი, რომელიც მხარეებმა აირჩიეს. არბიტრაჟი საშუალებას იძლევა, რომ კონკრეტული სპეციფიკური დავები შესაბამისი მიმართულების სპეციალისტმა ანუ არბიტრმა გადაწყვიტოს.
გარდა ამისა, თავად პროცესი მორგებულია მხარეებზე. ისინი თავად განსაზღვრავენ როდის დაინიშნოს ზეპირი მოსმენა, როდის წარმოადგინონ მთავარი მტკიცებულება და ა.შ.“, – აღნიშნა სპეციალისტმა.
როგორც მან განაცხადა, არსებობს საშუალება, რომ მხარეები არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმებაზე შეთანხმდნენ და დავის განხილვა სასამართლოში დაიწყონ.
„საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არის საბოლოო და სავალდებულო, თუმცა ეს არ არის ფართოდ, ღიად, საერთოდ. 2010 წლამდე, საბოლოობა და სავალდებულოობა იყო განუსაზღვრელად. თუმცა, ახალი კანონის მიღების შემდეგ ჩაიკეტა. ანუ არსებობს საფუძვლები, რაზე დაყრდნობითაც შეიძლება გაუქმდეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან მის აღსრულებაზე ითქვას უარი.
არსებობს 7 საფუძველი და აქედან თითქმის ყველა არის პროცედურული. მაგალითად, პირველი არის ის, რომ თუ საარბიტრაჟო შეთანხმება, რომლითაც მხარეებმა მიმართეს სასამართლოს არის ბათილი. ანუ თუ ის არ არის ნამდვილი, რა თქმა უნდა, მთელი პროცესი არასწორია და სხვა პროცედურული საფუძვლები.
ასევე მეორე საფუძველია ის, თუ დაირღვა არბიტრის დანიშვნის პროცედურა, ასევე ის, თუ უხეშად დაირღვა პროცედურები, თუ გადაწყვეტილება იყო მიღებული სხვა საკითხზე და არა იმაზე, რაც იყო მოთხოვნილი იყო, თუ დაირღვა საჯარო წესრიგი, თუ დავა გამოვიდა ისეთ საკითხზე, რომელიც კანონით არ შეიძლებოდა განხილულიყო არბიტრაჟის მიერ“, – განმარტა ბექა ინჯიამ.

ასევე დაგაინტერესებთ