სასამართლომ Bayer–ს ჰერბიციდ Roundup–ის საქმეზე დაახლოებით 2,1 მილიარდი დოლარის გადახდა დაავალა

აშშ-ის ჯორჯიის შტატში ნაფიცმა მსაჯულმა მოსარჩელის სასარგებლოდ გამოიტანა ჰერბიციდ Roundup-ის საქმეზე – Monsanto-ს პროდუქტზე, რომელიც გერმანულმა ბაიერმა 2018 წელს 63 მილიარდ დოლარად შეიძინა.
ვერდიქტმა Bayer–ს 2 მილიარდი დოლარის ჯარიმის გადახდა და 65 მილიონი დოლარის ზარალის ანაზღაურება დააკისრა, განაცხადა კომპანიამ.
Bayer–ი უკვე რამდენიმე წელია იცავს თავს პრეტენზიებისგან, რომლებიც დაკავშირებულია Monsanto-ს შეძენასთან. კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ Roundup-ის აქტიური ნივთიერება, გლიფოსატი, იწვევს კიბოს. კომპანია ამტკიცებდა, რომ გლიფოსატი უსაფრთხო იყო.
წყარო: interfax