სასამართლომ 15 წლის მოზარდის ცემაში ბრალდებულ მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს, პირობითი სასჯელის სახით, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – მას პრობაციის ბიუროში ქცევის კორექციის კურსის გავლა დაეკისრა

15 წლის მოზარდის ცემაში ბრალდებული მკლავჭიდელი, ხატია ვიბლიანი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. მას მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პირობითი სასჯელის სახით მიუსაჯა.
როგორც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს ინფორმაციას, ხატია ვიბლიანს შეეზღუდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება და დაეკისრა სავალდებულო კურსის გავლა ქცევის კორექციის მიმართულებით პრობაციის ეროვნულ ბიუროში.
მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა განმარტა, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინა საქმეში არსებული შემამსუბუქებელი გარემოებები, მათ შორის, ბრალდებულის სინანული, დანაშაულის აღიარება, მისი არასრულწლოვანი შვილები.
ცნობისთვის, ხატია ვიბლიანს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე წარუდგინა ბრალდება. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ვიბლიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…