სასამართლომ ფრიდმანისა და ავენის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები გააუქმა

ევროკავშირის სასამართლომ დააკმაყოფილა „ალფა-ბანკის“ აქციონერების პიტერ ავენისა და მიხაილ ფრიდმანის მოთხოვნა სანქციების სიიდან მათი გამორიცხვის შესახებ. შესაბამისი პრესრელიზი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიზნესმენების სანქცირებულთა სიაში შეყვანის საფუძველი საკმარისად არ არის დასაბუთებული და ევროკავშირის საბჭომ დამატებითი მტკიცებულებები არ წარმოადგინა.
„სასამართლო აკმაყოფილებს პიტერ ავენისა და მიხაილ ფრიდმანის მოთხოვნებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ სანქციებში მითითებული არცერთი მიზეზი არ არის საკმარისად დასაბუთებული და, შესაბამისად, ავენისა და ფრიდმანის სიებში შეყვანა არ იყო გამართლებული.
სასამართლოს აზრით, თუმცა საბჭოს მიერ მოყვანილი ფაქტები ადასტურებს ავენისა და ფრიდმანის სიახლოვეს პუტინთან ან მის წრესთან, ისინი არ აჩვენებს იმას, რომ რუსი ოლიგარქები მხარს უჭერდნენ პუტინის ქმედებებს ან პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ან რომ ისინი მატერიალურ ან ფინანსურ დახმარებას უწევენ რუს პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ს ანექსიაზე ან უკრაინის დესტაბილიზაციაზე.
ფრიდმანი და ავენი რუსული ალფა-ბანკის დამფუძნებლები და აქციონერები არიან. ში ომის დაწყების შემდეგ მათ დატოვეს , მაგრამ მაინც აღმოჩნდნენ ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. 2023 წლის აგვისტოში ისინი ასევე დაემატნენ -ს სანქციების სიას.
გასულ გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ ფრიდმანმა და ევენმა გადაწყვიტეს გაეყიდათ თავიანთი წილები ალფა ბანკში – უპირველეს ყოვლისა, სანქციების მოხსნის მიზნით.

ასევე დაგაინტერესებთ