სასამართლომ უარყო ევან გერშკოვიჩის სარჩელი მისთვის პატიმრობის ვადის გაგრძელების წინააღმდეგ

მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ უარყო ამერიკული გაზეთის, The Wall Street Journal-ის კორესპონდენტის, ევან გერშკოვიჩის საჩივარი მისთვის წინასწარი პატიმრობის 30 ივნისამდე გაგრძელების თაობაზე. რუსეთში გერშკოვიჩს ჯაშუშობაში ედება ბრალი.
„პირველმა სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, უცვლელად დარჩეს 26 მარტის გადაწყვეტილება აღკვეთის ზომის შესახებ,“ განაცხადა მოსამართლემ 23 აპრილს გამართულ სხდომაზე.
-ის 32 წლის მოქალაქე ევან გერშკოვიჩი რუსეთში 2023 წლის მარტიდან იმყოფება დროებით პატიმრობაში. მაშინ ის ეკატერინბურგში მოგზაურობისას დააკავეს. იმ დროიდან მოყოლებული ს ხელისუფლება რეგულარულად უგრძელებს მას წინასწარი პატიმრობის ვადას და უარს ამბობს საგამოძიებო იზოლატორში დაკავების წინააღმდეგ მის სარჩელებზე, წერს Associated Press-ი.
გერშკოვიჩს 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. როგორც ფსბ ირწმუნება, ჟურნალისტი ამერიკის მხარის დავალებით მოქმედებდა და აგროვებდა სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ მონაცემებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს შესახებ.
გერშკოვიჩი ეკატერინბურგში დააკავეს „საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების მცდელობისას“, აცხადებს რუსეთის სპეცსამსახური.
Associated Press-ი სამშაბათის პუბლიკაციაში აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ჯერაც არ წარმოუდგენია დეტალური ინფორმაცია ჯაშუშობის ბრალდების თაობაზე. გერშკოვიჩი და მისი დამქირავებელი ყველა ბრალდებას უარყოფენ. აშშ-ის მთავრობამ ჟურნალისტის დაკავებას არამართლზომიერი უწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ თვეში, გერშკოვიჩის დაკავების წლისთავზე, მის დევნას უწოდა სრულიად უსამართლო და უკანონო და აღნიშნა, რომ ჟურნალისტი რუსეთში ასრულებდა თავის პროფესიულ მოვალეობას, რათა ნათელი მოეფინა ში რუსეთის აგრესიისთვის. ბაიდენმა პირობა დადო, რომ აშშ გააგრძელებს მისი განთავისუფლებისთვის ბრძოლას. გერშკოვიჩის განთავისუფლების მოწოდებით გამოვიდა აშშ-ის კონგრესი. კანონმდებლებმა მის წინააღმდეგ საქმეს შეთითხნილი, ბრალდებებს კი უსაფუძვლო უწოდეს.
რუსეთისა და აშშ-ის პოლიტიკურ წრეებთან ახლოს მდგარი ზოგიერთი წყაროს თანახმად, შესაძლოა, გერშკოვიჩს აკავებენ აშშ-ის ციხეებში მყოფ რუსეთის რომელიმე მოქალაქეზე გასაცვლელად. მაგრამ ამის ოფიციალური დადასტურება არ მოიპოვება.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ