სასამართლომ საქმის საგამოძიებო ვადის 5 მარტამდე გახანგრძლივების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ხვალინდელ პროცესზე კი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება – ჭიჭინაძის ადვოკატი

სასამართლომ საქმის საგამოძიებო ვადის 5 მარტამდე გახანგრძლივების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ხვალინდელ პროცესზე კი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება – ჭიჭინაძის ადვოკატი
აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე 2 წარმოებად მიმდინარეობდა. კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და გიორგი გიორგაძის საქმე კი, ცალკე წარმოებად.
როგორც ადვოკატი განმარტავს, აღნიშნული საქმის საგამოძიებო ვადა 5 მარტამდე გახანგრძლივდა.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა განუცხადა.
აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე 2 წარმოებად მიმდინარეობდა. კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და გიორგი გიორგაძის საქმე კი, ცალკე წარმოებად.
როგორც ადვოკატი განმარტავს, აღნიშნული საქმის საგამოძიებო ვადა 5 მარტამდე გახანგრძლივდა. მისივე თქმით, აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა, რაც დაკმაყოფილდა.
ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება და ხვალვე გახდება ცნობილი, დარჩებიან თუ არა ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში.
ცნობისთვის, დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და გიორგი გიორგაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს