სასამართლომ , მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე, კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერი, კვლავ პატიმრობაში დატოვა.
როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, არსებობს რისკები, რომ ნიკა მელიამ მტკიცებულებები გაანადგუროს, ან მიიმალოს ან ახალი დანაშაული ჩაიდინოს, აქედან გამომდინარე ბრალდების მხარე მის კვლავ პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა.
დაცვის მხარის განცხადებით კი, რისკები, რომლებიც ბრალდების მხარემ ჩამოთვალა, გათვალისწინებული არ უნდა ყოფილიყო და ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მომხდარიყო, თუმცა მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ბრალდების მხარის არგუმენტები სრულად გაიზიარა და ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა.
შეგახსენებთ, ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს ინვესტიციებისთვის, ეკონომიკური აქტივობისთვის შესაფერისი გარემო და ამის გამოხატულებაა დღევანდელი დღეც – ის, რომ „ფერარი“ შემოვიდა საქართველოში“ – ირაკლი კობახიძე

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“