სასამართლომ თამარ კურატიშვილი 2 000 ლარით დააჯარიმა მზია ამაღლობელის სტენსილისთვის

მოკლედ
· ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა აქტივისტი თამარ კურატიშვილი, რომელმაც მზია ამაღლობელის სტენსილი გააკეთა იმ პოლიციის შენობაზე, სადაც ის დააკავეს.
· პოლიციის ამ განყოფილებამ მზია ამაღლობელის დაკავების კადრები სასამართლოს არ მისცა და ეს გარე პერიმეტრზე კამერების არარსებობით ახსნა.
· თამარ კურატიშვილი სწორედ სამმართველოსთან არსებული გარე კამერების ჩანაწერებით ამოიცნეს.
თამარ კურატიშვილი 2 000 ლარით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარიანა ფომაევამ დააჯარიმა. სასამართლო სხდომაზე კურატიშვილს არ უარუყვია, რომ მზიას სტენსილი მისი გაკეთებული იყო – თუმცა თქვა, რომ ეს სრულად ჯდებოდა მისი გამოხატვის თავისუფლებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)