სასამართლომ დახურა ტრამპის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული ს სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. გადაწყვეტილება 25 ნოემბერს, ვაშინგტონში მიიღო კოლუმბიის ოლქის სასამართლომ.
მოსამართლე ტანია ჩუტკანმა დააკმაყოფილა სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმიტის განაცხადი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული საქმეების დახურვის შესახებ. სმიტმა სასამართლოს 25 ნოემბერს მიმართა.
სპეციალურმა პროკურორმა გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ მართალია, ბრალდების პოზიცია არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა გარემოებები და იუსტიციის სამინისტროს პოზიციაა, რომ კონსტიტუციის შესაბამისად, საქმე უნდა დაიხუროს, სანამ ტრამპი ოფიციალურად დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას.
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, საქმეების დახურვის შესახებ მოსამართლის დადგენილებაში ხაზგასმულია, რომ იმუნიტეტი დროებითია და ამოიწურება პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ.
სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი ხელმძღვანელობდა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის ორი საქმის გამოძიებას. ერთი ეხებოდა ტრამპის მიერ 2020 წლის საპრეზიდენტო ს შედეგების გაუქმების მცდელობას, ხოლო მეორე – საიდუმლო დოკუმენტებთან მოპყრობის წესის დარღვევას.
დონალდ ტრამპი, რომელიც სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა, საარჩევნო კამპანიის პერიოდში აცხადებდა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ სპეცპროკურორ ჯეკ სმიტს თანამდებობიდან გაათავისუფლებს. ამერიკული მედიის ცნობით, სმიტი გადადგომას თავად აპირებს.
78 წლის რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი .
ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
· მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი -ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდეც.
· 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
· 2021 წლის 6 იანვარს, ს ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.
· მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი.
· კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა