სასამართლომ გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის ფაქტზე, დავით კირთაძე 500 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ -ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის ფაქტზე, ცესკო-ში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დავით კირთაძე 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით ცეკვავამ მიიღო.
როგორც ადვოკატი აცხადებს, ამ საქმეში ვერ მოხდა სწორად განსაზღვრა იმისა, თუ რა ქმედებისთვის უნდა ეგო დავით კირთაძეს პასუხი.
„ამ საქმეზე ვერ მოხდა სწორად განსაზღვრა იმისა, თუ რა ქმედებისათვის ეგო ბატონ დავით პასუხი იმიტომ, რომ მას ედავებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში და ფუნქციაში ჩარევას მაშინ, როდესაც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს წევრი თვითონვე არის. ცესკოს წარმომადგენლებმა კონკრეტულად ვერ დაასახელეს რა იყო ის მოქმედება, რითაც მოხდა დავით კირთაძის მიერ ცესკოს ფუნქციებში და დადგენილებაში ჩარევა“, – განაცხადა ადვოკატმა ივანე პეტრიაშვილმა.
ცნობისთვის, 16 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა. ამავე სხდომაზე ცესკომ ს შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.