სასამართლომ ბათუმში აქციაზე დაკავებულ სამ პირს, ნოდარ ფრანგიშვილს, ოთარ ქათამაძეს და მათე ცენტერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

ს საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს: ნოდარ ფრანგიშვილს, ოთარ ქათამაძეს და მათე ცენტერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
საქმე მოსამართლე ირმა ტოგონიძემ განიხილა.
გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა. გადაწყვეტილება საპროტესტო აქციის მონაწილეებმაც გააპროტესტეს.
“არანაირი მტკიცებულება, უკანონოდ დააკავეს და დატოვეს პატიმრობაში, ეს არის რეჟიმი რომელიც დასრულდება”, – აღნიშნეს შეკრებილებმა.
ცნობისთვის, აღნიშნული პირები ბათუმში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან პროტესტის დროს დააკავეს, ისინი სტიკერების შინაარსით – “გაიფიცე საქართველო” დატოვებას ცდილობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს