სარფის საბაჟოზე 150 გრამამდე კოკაინი აღმოაჩინეს, დაკავებულ პირს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

სარფის საბაჟოზე 150 გრამამდე კოკაინი აღმოაჩინეს, დაკავებულ პირს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება – „კოკაინის“ ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ (მალულად) შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, 150 გრამამდე „კოკაინი“ აღმოაჩინეს.
„სამართალდამრღვევ მოქალაქეს ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ყავის შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გარე ძალებისგან ქვეყნის პოლიტიკური ველის გაწმენდა უკვე ბუნებრივი მოთხოვნა და საჭიროებაა, “ქართულმა ოცნებამ” საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ეს ბუნებრივად მოხდება, ახლა კი ხდება ამ პროცესის ცოტა დაჩქარება, მით უმეტეს, რომ აგენტურამ თვითლუსტრაცია გამოაცხადა