“სარი “ნაპოლიში” არ დაბრუნდება, სამაგიეროდ კონტეზე გეტყვით, რომ…” – იოლანდამ “პარტენოპეიზე” ისაუბრა

SportItalia-ს ჟურნალისტმა იოლანდა დე რიეცომ “ნაპოლის” მომავალი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, არ სჯერა, რომ “პარტენოპეის” მაურიციო სარი მეორედ ჩაიბარებს, რაც შეეხება ანტონიო კონტეს..
“დაბრუნდება თუ არა სარი “ნაპოლიში”? ვფიქრობ, ამის შანსი ძალიან დაბალია. მაურიციოს სხვა პროექტი სურს, ამიტომ არ მჯერა, რომ დე ლაურენტისი მას გაესაუბრებოდა.
“ვიცი, რომ კონტე და დე ლაურენტისი მოლაპარაკებებს მართავენ, თუმცა არამგონია, რომ საქმე კონკრეტულ წინადადებამდე მისულიყო, თუ აურელიომ ანტონიო დაითანხმა, ეს ძალიან დიდი რისკი იქნება, რადგან ვიცით, რომ იტალიელ სპეციალისტს განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს”, – განაცხადა
დე რიეცომ