სარგებელს “აიაქსიც” ნახავს… ბოლო უცნობი დეტალები მიქაუტაძის ტრანსფერზე – გიორგი დღეს მონაკოში იქნება და სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს

სარგებელს “აიაქსიც” ნახავს… ბოლო უცნობი დეტალები მიქაუტაძის ტრანსფერზე – გიორგი დღეს მონაკოში იქნება და სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო “მონაკოში” საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის ბოლო დეტალებზე წერს.
მისი ინფორმაციით, ჩვენებური დღეს მონაკოში იქნება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.
ჩვენი იტალიელი კოლეგა წერს, რომ Louis II-ს ბინადრები, 23 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც 4 მილიონი ბონუსებით დაემატება.
აღსანიშნავია, რომ ამ ტრანსფერით გარკვეულ ფინანსურ მოგებას გიორგი მიქაუტაძის ყოფილი კლუბი “აიაქსიც” ნახავს. მოგეხსენებათ, “მეცმა” ქართველმა ამსტერდამელებიდან რამდენიმე კვირის წინ 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა, მაგრამ კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, “აიაქსი” ფეხბურთელის
შემდეგი გაყიდვიდან 15%-ს მიიღებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში