საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით, გასული წლის საშემოდგომო სესიაზე, კომიტეტის ფარგლებში თანამდებობის პირების დაბარების შესაძლებლობა მხოლოდ 3-ჯერ გამოიყენეს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მონიტორინგის შედეგები ადასტურებს, რომ პარლამენტი, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიცია საპარლამენტო კონტროლის ისეთ მექანიზმს, როგორიცაა თანამდებობის პირების კომიტეტის სხდომაზე მოწვევა და მოსმენა, “ძალიან მეჩხრად“ იყენებს.
კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე კომიტეტების ფარგლებში თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრებისა და მოსმენის საკითხზე იმსჯელა. წარდგენილი ინფორმაციით, რომელიც 2023 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს, კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრების უფლების გამოყენებით მხოლოდ ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ისარგებლა. საანგარიშო პერიოდში თანამდებობის პირი კომიტეტზე სამჯერ დაიბარეს და სამი საკომიტეტო მოსმენა გაიმართა.
ქადაგიშვილის ინფორმაციით, თანამდებობის პირის დაბარების შესაძლებლობით თავად კომიტეტს არ უსარგებლია.
“ხშირად არის საუბარი პარლამენტში საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენებაზე და თანამდებობის პირების, მთავრობის წევრების უფრო ხშირად მოსვლის თაობაზე. მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ პარლამენტი, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიცია, თანამდებობის პირის კომიტეტის სხდომაზე მოწვევის და მასთან დისკუსიის გამართვის შესაძლებლობას მეჩხრად იყენებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია