საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12-ვე დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართავს.
კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე წარადგინა დასკვნა, რომლის მიხედვით, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში 26 პლენარული სხდომა გაიმართა და “გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა 26 სხდომიდან 26-ვე არასაპატიო მიზეზით გააცდინეს.
მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას პარლამენტი 1 ან 2 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე მიიღებს.
12 დეპუტატი, რომელთაც უფლებამოსილება პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო შეუწყდებათ არიან: – გიორგი გახარია, თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური, ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა თავაძე, ბექა ლილუაშვილი, ნათია მეზვრიშვილი, ბერდია სიჭინავა, კახა ქემოკლიძე, როინ ქოჩორაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად ძიძიგური.
