ლოზუნგით: „ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის!“ საპროტესტო სამოქალაქო გაერთიანება „ერთობა“ აგვისტოს ომის მე-17 წლისთავზე გორში ჩავიდა.
მათ შინდისში დაღუპული გმირების სულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს და ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალი, რის შემდეგაც გორის ციხიდან გადაფინეს ბანერი: „მებრძოლი ქალაქი ბოდიშს“ არ იხდის.
ასევე, აქტივისტებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აქცია გამართეს გორის ცენტრში და ბანერზე ხელით დააწერეს დაღუპული გმირების სახელები.
დღის ბოლოს, გორში გამართული აქციის მონაწილეები თბილისში, გმირთა მოედანზე გამართულ აქციას შეუერთდებიან.
