საპროტესტო მსვლელობის შემდეგ აქცია პარლამენტთან გრძელდება

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას პოლიციის ე.წ. ცოცხალი კორდონი არ აძლევს. მიუხედავად ამისა, ისინი ამბობენ, რომ პროტესტი უნდა გავრცელდეს ყველა ქუჩაზე, რათა „ხმა ყველამ გაიგოს“.
დღეს მონაწილეებმა მსვლელობა პარლამენტიდან უზენაეს სასამართლომდე მოაწყვეს, საიდანაც კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

თავდაცვის სამინისტრო – ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო