საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს პოლიციამ გადაადგილება სხვადასხვა ქუჩაზე შეუზღუდა – აქციის მონაწილეები მიწისქვეშა გადასასვლელით ქაშვეთის მხარეს გადავიდნენ

რუსთაველის გამზირიდან წამოსული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს პოლიციამ გადაადგილება სხვადასხვა ქუჩაზე შეუზღუდა. მსვლელობა თავდაპირველად პარლამენტიდან უზენაეს სასამართლოსთან მივიდა, სადაც პოლიციებმა ჩიხები ჩაკეტეს და აქციის მონაწილეებს წინსვლის საშუალება აღარ მიეცათ. ამის შემდეგ მსვლელობის მონაწილეები ისევ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ, სადაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირსა და პარალელურ ქუჩებზე მსვლელობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეები მიწისქვეშა გადასასვლელით ქაშვეთის მხარეს გადავიდნენ აქციის მონაწილეებს დიდი რაოდენობით სამართალდამცველები მიჰყვებიან თან.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიციელებმა რუსთაველის გამზირზე სავარაუდოდ, ერთი პირი დააკავეს.