საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ – არსებული ინფორმაციით, მსვლელობის დროს პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ. მას შემდეგ, რაც მარშის მონაწილეებს პოლიციამ ქუჩებში გადაადგილების საშუალება არ მისცა, დემონსტრანტები იძულებულები გახდნენ, ისევ პარლამენტთან მისულიყვნენ.
მსვლელობის პროცესში პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
არსებული ცნობით, დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი მიშა ზაქარეიშვილი, რომელიც პოლიციამ პარლამენტის წინ დაკავების მანქანაში ჩასვა.
მოქალაქეები საპროტესტო აქციას ისევ პარლამენტთან აგრძელებენ. საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულია პოლიციაც. გზის ორივე მხარეს საპოლიციო კორდონია მოწყობილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება