საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ავლაბრიდან მარჯანიშვილის მოედნამდე მეტროს საშუალებით მივიდნენ

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა მეტროსადგურ „ავლაბრიდან” მეტროსადგურ „მარჯანიშვილისკენ” მეტროს საშუალებით გადაინაცვლეს.
ისინი მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან” იმყოფებიან, მიმდებარე ტერიტორია კი პოლიციამ დაიკავა. ისინი ადგილზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, როდესაც მსვლელობის მონაწილეები მივიდნენ. საპოლიციო ძალები იმგვარად განლაგდნენ, რომ მსვლელობის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა ვერ შეძლონ.
ისმის შეძახილები „ცეცხლი ოლიგარქიას”, „ბოლომდე”.
აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან 21:00 საათზეა დაგეგმილი. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბებიან – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია: ავაზაკმა ქართულმა ოცნებამ გაძარცვა ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, სცემა მოსახლეობას, მათი მოღვაწეობიდან გამომდინარე, უამრავი ქართველი წასულია ემიგრაციაში ევროპაში და მათაც სამოქალაქო უფლებებს უზღუდავენ