საპროტესტო მსვლელობა „ქართული ოცნების“ ოფისისკენ გრძელდება

დღისით რუსთაველის გამზირზე დაწყებული საპროტესტო დემონსტრაცია, მას შემდეგ, რაც იუსტიციის სახლთან მივიდა, ახლა „ქართული ოცნების“ სათავო ოფისისკენ მიემართება სანაპიროს გავლით.
2 სექტემბრის პროტესტის ძირითადი საფუძველია საქართველოს სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის შედეგები. ამასთან, 2 სექტემბერსვე გამოცხადდა „დემონსტრაციებზე ძალადობის“ საქმეზე დაკავებული რვა მოქალაქის განაჩენი. სამ მათგანს ორ-ნახევარი წლით, ხუთს კი ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
აქცია რუსთაველის გამზირზე დაიწყო, პარლამენტის მიმდებარედ, არაერთი ადამიანის დაკავების შემდეგ კი ქაოტურად გაგრძელდა რუსთაველის გამზირისი სხვადასხვა მონაკვეთზე.
-ის პრესცენტრის ცნობით, დაკავებულთა რაოდენობა ჯამში 23-მდე გაიზარდა.
ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთი ადამიანის დაკავების შემდეგ, პოლიციის მაღალჩინოსანმა ლაშა ჯოხაძემ მოქალაქეებს განუცხადა: „რუსთაველზე მიბრძანდით, პარლამენტის წინ და გადაკეტეთ“.
ჯოხაძემ რადიო თავისუფლებას პირდაპირ ეთერში დაუდასტურა, რომ მოქალაქეებს პარლამენტის წინ აძლევენ გზის გადაკეტვის უფლებას.
„თქვენი ნებართვა ამისთვის არ გვჭირდება“ – უპასუხეს ჯოხაძეს დემონსტრანტებმა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბუტიკაშვილი – შეწყალებით ყაველაშვილს ლეგიტიმაცია მიეცა, ლეგიტიმაციას იღებს პარლამენტიც, რადგან იქ გახარიას წევრები შევლენ – ასე ხდება, როცა ბიძინას ეთამაშები: გახარიამ და ხაზარაძემ „თავი დაიწვეს“, ბიძინას მიწოდებული ნამცხვარი აღმოჩნდა ბომბი