მაინტერესებს პროკურორისგან, 8 თვეა ციხეში ვართ, ერთი დაზარალებული არ მოგიყვანიათ, რომელიც ხელს დაგვადებს. ჩემი გაცინება არ მოგეწონათ, თუ რატომ არის, რომ 8 თვეა ციხეში ვართ?, – ასე მიმართა საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა ჯანო არჩაიამ პროკურორს სასამართლო სხდომაზე.
დღევავდელი პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება, დაიკითხა ექსპერტი ვალერიან მესხსი და იკვლევენ ვიდეოებს, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარადა.
ბრალდების მხარემ ვიდეოების წარმოდგენისას დაასახელა ის ბრალდებულები, რომლებიც მისივე თქმით, ვიდეომასალაში ჩანან.
“ვიდეოში ჩანს სახე, ამას ექსპერტი ამბობს. თქვენ არ ხართ ექსპერტი. ექსპერტი ამბობს, რომ ირაკლი ქერაშვილია”, – განაცხადა პროკურმა ვაჟა თიდუამ ადვოკატ ზაზა ვაჭარაძის საპასუხოდ.
ადვოკატ ვაჭარაძის თქმით, კი, მას არ სჯერა, რომ ექსპერტის განცხადების, რომ ვიდეოში ქერაშვილია.
“თქვა, რომ ნიშან-თვისებევით ამოიცნო და სიმართლე გითხრათ, ახლაც არ მჯერა, რაც თქვა და დაადადტურა, რომ ის ირაკლი ქერაშვილია…. ახლა გასროლა რომ იყო, ამბობთ, რომ ირაკლი ქერაშვილმა გაისროლა? ”, – განაცხადა რევაზ ვაჭარაძემ პროკურორის მისამართით, რაზეც მან ასე უპასუხა:
“ხომ ჩანს, რომ ისვრიან?”, რასაც მოჰყვა ვაჭარაძის რეპლიკა: “ანუ ისვრიან!”.
მტკიცებულებების გამოკვლევისას სხდომაზე კიდევ ერთმა ადვოკატმა, ირაკლი ჩომახიშვილმა აღნიშნა, რომ ნივთებს სამართალდამცველებიც ისროდნენ, რაზეც პროკურორმა ვაჟა თიდუამ აღნიშნა, რომ “პოლიციელები ნივთებს არ ისროდნენ, გზა გაწმინდეს ბარიკადებისგან”.
წარმოდგენილ მტკიცებულებებზე სხდომაზე ისაუბრა კიდევ ერთმა ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ.
“თქვენ არცერთი მტკიცებულება არ გაქვთ წარმოდგენილი. თქვენ თუ გააგეძელებთ საუბარს ისეთ რაღაცებზე, რაც დადასტურებული არ არის, მოგვიწევს გიპასუხოთ, რომ ეს, ასე არ არის.
არცერთი ისეთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, სადაც ჩანს, რომ ირაკლი ქერაშვილი ისვრის”, – განაცხადა ომარ ფურცრლაძემ.
მტკიცებულებებთან დაკავშირებით შეკითხვები ჰქონდა მათ შორის ერთ-ერთ ბრალდებულს, ვალერიან თეთრაშვილს, რომელმაც პროკურორს მიმართა:
“ამიხსენით, რას ვაშავებ მაგ ვიდეოში? – ცდილობთ სისულეები დაგვაბრალოთ.“ტეხავს” ძალიან!”, – განაცხადა ვალერიან თეთრაშვილმა.
ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, კი პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეთა მისამართით ადგილი ჰქონდა მუქარას, თუმცა ეს ნაწილი პროკურატურამ ვიდეოდან ამოჭრა.
„პროკურატურამ ამოჭრა კადრი, სადაც სამართალდამცავი იმაზე უარესს სჩადიოდა სავარაუდოდ, რაც ჩვენ ახლა ვნახეთ. კანონის დარღვევას ვხედავთ სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას, შეურაცხყოფას. ვიდეოში ჩანს, რომ ძალადობრივ ფონს მხოლოდ სახელმწიფო ქმნიდა და ამისთვის იყენებდა სამართალდამცველებს”, – განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა სასამართლო პროცესზე.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
