საპროტესტო აქცია დღეისთვის დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის საპროტესტო აქცია დასრულებულია, თუმცა საავტომობილო მოძრაობა კვლავ შეზღუდული რჩება.
აქციის მონაწილეების მცირე ნაწილო კვლავ რჩება ტერიტორიაზე.
დღეს, მოქალაქეებმა სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმეს მარში, 20:00 საათზე კი ყველა მარში რუსთაველის გამზირზე გაერთიანდა.
ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. პროტესტის მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ დემონსტრაციების მიმდინარეობისას დაკავებულები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს