საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრება დაიწყო

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრება დაიწყო
პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატია რეგისტრირებული. მათგან 5-ს, სათანადო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო, საბჭომ ხარვეზი დაუდგინა და მის აღმოსაფხვრელად ვადა 3 ივლისამდე ჰქონდა. შესაბამისად, დღესვე გაირკვევა 5 კანდიდატის საკითხიც. ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, საბჭო გადაწყვეტს მათი სიაში დატოვების ან შერჩევის პროცესიდან მოხსნის საკითხს. ყველა მათგანს საბჭო ინდივიდუალურად გაესაუბრება. ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, პროცესი ე.წ. ლაივ სტრიმით გადაიცემა. საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ კანდიდატებს კენჭს ფარული წესით უყრის.

ასევე დაგაინტერესებთ