საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად ერთადერთი არსებული კანდიდატი გიორგი გვარაკიძე აირჩია.
“საპროკურორო საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორობის კანდიდატად ხმათა უმრავლესობით გიორგი გვარაკიძე აირჩიეს.
საპროკურორო საბჭოს წევრებმა 10 ხმით გენერალური პროკურორობის კანდიდატად, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი გვარაკიძე აირჩიეს”. – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.
