საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან გაასუფთავეს – აქციის მონაწილეებმა ზანდუკელის ქუჩაზე გადაინაცვლეს

საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან გაასუფთავეს. დედაქალაქის ცენტრალური გამზირიდან გადაიყვანეს როგორც ოპერასთან შეკრებილი დემონსტრანტები, ისე მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარედ მყოფი პირები.
გამზირის გასუფთავების შემდეგ აქციის მონაწილეებმა უკვე მიხეილ ზანდუკელის ქუჩაზე გადაინაცვლეს.
საპოლიციო ძალები და საპოლიციო მანქანები ამ დროისთვის დგანან ფილარმონიასთან. ასევე განლაგებულები არიან რესპუბლიკის მოედანზე.
ზანდუკელის ქუჩაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „გამოდი“.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენ გვინდა, რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ – ამ იმედით უნდა ვიყოთ, რომ ევროპა ჰპოვებს ძალას თავის თავში, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას შეეფერება ტრადიციულად, საუკუნეების მანძილზე

ირაკლი კობახიძე – ხანუქა არის სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული, დღეს ანთებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება კაცობრიობას