საპოლიციო ძალები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ

სამართალდამცველები, რომელთაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სრულად ჰქონდათ დაკავებული ტერიტორიას უკუსვლით ტოვებენ.
აქციის მონაწილეები სამართალდამცავების ამ ქმედებას შეძახილებით შეხვდნენ.
სამართალდამცავების ნაწილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის მიმართულებით უკუსვლით მიდის.
რუსთაველის გამზირის მთელ პერიმეტრზე, კერძოდ კი ჭიჭინაძის ქუჩაზე, ჩიტაძის ქუჩასა და ასევე, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი და -ს სხვა დანაყოფები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ გალაგებულები. ადგილზე ასევე მობილიზებული იყო წყლის ჭავლისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანები.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება