საპენსიო სააგენტო სკოლებში საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

საპენსიო სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ფინ ედუსთან და ყოველწლიურად პრაქტიკულად ყველა აქტივობაში ერთვება. კამპანიები ძირითადად ფინანსური განათლების გაღრმავებას ეხება და ყველა ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს. მსოფლიო 31 ოქტომბერს დაზოგვის დღე აღინიშნება, რომელსაც საქართველო უკვე მეთორმეტედ შეუერთდა. ამ დღის აღსანიშნად, დაიწყო ფინედუს ყველაზე მოთხოვნადი პროექტი #მოიწვიეფინედუკლასში. წლევანდელი კამპანიის ფარგლებში ფინედუს დესპანებმა, რომელთა შორისაც ამჯერად ჩართული იყო საპენსიო სააგენტოს ინვესტიციების ანალიტიკოსი გიგა ნოზაძეც. გიგამ 147-ე სკოლის მე-8 კლასელებს ტრენინგი ჩაუტარა, მათ კითხვებს უპასუხა და ფულის დაზოგვის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
სულ კამპანიის ფარგლებში, 300-მდე სკოლის 6,500-მდე ბავშვს ჩაუტარდა სახალისო და ინტერაკტიული გაკვეთილი და ბავშვებთან ერთად იმსჯელეს დაზოგვის მნიშვნელობასა და სარგებლიანობაზე.