საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობა 4.5 მლრდ-ია – აქციების 45.8% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული

2024 წლის იანვარში გლობალური აქციების ბაზრების დინამიკა რეგიონებს შორის განსხვავებული იყო. გასული თვე განსაკუთრებით კარგი აღმოჩნდა -ს აქციების ბაზრისთვის, რომელიც 1.6% გაიზარდა. თუმცა, სხვა რეგიონების ბაზრებზე ფასების კლება დაფიქსირდა.
31 იანვრის მდგომარეობით გლობალური აქციების წილი ჯამურ საპენსიო აქტივებში 18.8% იყო. საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელის 45.8% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული, 18.5% განვითარებული აზიის რეგიონში, ხოლო 17.6% ევროპაში.
იანვრის თვის საინვესტიციო შედეგების მიმოხილვა:
31 იანვრის მდგომარეობით საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 4.5 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 896.5 მლნ ლარს მიაღწია. 2024 წლის იანვარში საქართველოში ნულოვანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა, ხოლო თვიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა 31 იანვრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 0.5% ით, 9.0%-მდე შეამცირა. დაბალი ინფლაცია და კლებადი საპროცენტო განაკვეთები დადებით გავლენას ახდენს საპენსიო სააგენტოს ფიქსირებული შემოსავლიანობის მქონე აქტივების რეალურ ამონაგებზე. ჯამურმა რეალურმა ამონაგებმა დასაწყისიდან დღემდე 14.8% შეადგინა.
პორტფელების მიხედვით იანვრის თვის მდგომარეობით დასწყისიდან დღემდე ჯამური რეალური ამონაგები შემდეგნაირად გამოიყურება:
· კონსერვატიული პორტფელი: 14.77%
· დაბალანსებული პორტფელი: 3.93%
· დინამიკური პორტფელი: 4.10%
პორტფელების მიხედვით იანვრის თვის ამონაგები შემდეგნაირად გამოიყურება:
· კონსერვატიული პორტფელი: ნომინალური ამონაგები 0.61%-ია, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 0.29%
· დაბალანსებული პორტფელი: ნომინალური ამონაგები 0.98%, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 0.65%
· დინამიკური პორტფელი: ნომინალური ამონაგები 1.01%, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 0.68%.