საპატრიარქო – გიორგი გულიაშვილი არასოდეს ყოფილა არც ხელდასხმული და არც აღკვეცილი, არ წარმოადგენს არცერთი მონასტრის საძმოს წევრს, შესაბამისად, არც სასულიერო პირია – მისი ნებისმიერი ქმედება არის თვითნებური

ვრცელდება ინფორმაცია თვითმარქვია სასულიერო პირის, ვინმე გიორგი გულიაშვილის შესახებ, რომელიც საკუთარ თავს ხან „ნეკრესის არქიმანდრიტს“, ხანაც „მიტროპოლიტს“ უწოდებს, აგრეთვე იგი სისტემატურად აღასრულებს სხვადასხვა საეკლესიო მსახურებას, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
საპატრიარქო განმარტავს, რომ აღნიშნული პიროვნება არასოდეს ყოფილა არც ხელდასხმული და არც აღკვეცილი, არ წარმოადგენს არცერთი მონასტრის საძმოს წევრს და, შესაბამისად, არც სასულიერო პირია.
„მისი ნებისმიერი ქმედება არის თვითნებური. ამგვარად, მის მიერ ჩატარებული „მსახურება“, საეკლესიო თვალსაზრისით, კანონიკური არ არის და ის ხელახლა უნდა შესრულდეს. აღნიშნული პიროვნება აბრკოლებს და შეცდომაში შეჰყავს მორწმუნე საზოგადოების ნაწილი”, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს