საპატიო თავმჯდომარემ და პრემიერმა დამიძახეს შეხვედრაზე – ყაველაშვილი კითხვაზე, ვინ შესთავაზა პრეზიდენტობა

აცხადებს, რომ პრეზიდენტობა ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი კობახიძემ შესთავაზეს.
„პარტიის საპატიო თავმჯდომარემ და პრემიერმა დამიძახეს შეხვედრაზე… მოულოდნელი იყო ეს შემოთავაზება“, – განაცხადა ყაველაშვილმა 15 დეკემბერს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, „ეს პროცესი ღიად წარიმართა“.
„რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო ჩემთვის და მომეცა რამდენიმე დღე, რომ გამეანალიზებინა, რამდენად შევძლებდი ამ ტვირთის აღებას. იმ დღეებში იყო პოლიტსაბჭოს წევრებთან კონსულტაციები და მათმა მხარდაჭერამ მომცა სტიმული, დავთანხმებოდი“, – თქვა ყაველაშვილმა.
„კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად გუნდს, რომ გამოხატეს მხარდაჭერა“, – განაცხადა მან.
მან ასევე თქვა, რომ რიგ შემთხვევაში „რადიკალური“ და „აგრესიული“ იმიტომ იყო, რომ „ეს ყველაფერი ემსახურებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“.
14 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მეცხრე-მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი .
მისი ინაუგურაცია 29 დეკემბერსაა დაგეგმილი.
მან საჯარო მილოცვები ჯერ მხოლოდ ოთხი ქვეყნისგან მიიღო. ეს ქვეყნებია:
· აზერბაიჯანი
· სომხეთი
· ბელარუსი
· სერბეთი
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ