საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტს ვიცესპიკერის პოსტზე ნინო წილოსანს წარუდგენს

საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტს ვიცესპიკერის პოსტზე ნინო წილოსანს წარუდგენს. ამის შესახებ უმრავლესობის ახლადარჩეულმა ლიდერმა, მ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“პარლამენტის შიგნით რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მივიღეთ. პირველი საკადრო ცვლილება უმრავლესობის ლიდერის არჩევა იყო – აქ მე დამიჭირეს მხარი. ეს ინფორმაცია წინასწარაც იყო ცნობილი. ასევე, ჩვენ რამდენიმე ცვლილება მივიღეთ. ვაკანტურია ვიცე-სპიკერის პოზიცია ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ. ამ პოზიციაზე უმრავლესობა პარლამენტს ასარჩევად ნინო წილოსანის კანდიდატურას წარუდგენს. ფრაქცია ქართულმა ოცნებამ ერთხმად დაუჭირა მხარი ფრაქციის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილის კანდიდატურას მხარი. თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეული იქნა გიორგი ცაგარეიშვილი.