საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს!

ცვლილებები უმოკლეს ვადებში იქნება მიღებული – წერს “ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი .
აიკრძალება ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ და მას სახელმწიფო განახორციელებს.
პროგრამებისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას გავიტანთ მჭიდროდ დასახლებული სივრცეებიდან.
ასევე აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა კერძო კომპანიების მიერ.
დაწესდება მკაცრი კონტროლი ფსიქოტროპული პრეპარატების რეცეპტის გამოწერაზე.
ამ და მსგავს ინიციატივებს საზოგადოების მაქსიმალური მხარდაჭერა ჭირდება!
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თაობების გადარჩენისთვის და ამაზე არავინ იზუნებს ჩვენს გარდა, ეს მხოლოდ საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში შედის!..

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს