საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს გარდაცვლილ 23 პირის ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„უმძიმესი რეალობა და უმძიმესი შემთხვევაა, მაგრამ გარდაცვლილთა ოჯახებისთვის იდენტიფიცირებული ნეშტის გადაცემა ერთგვარი შვებაა, რადგან ამ წლების განმავლობაში ეს ადამიანები მათი ოჯახებისთვის დაკარგულად ითვლებოდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პატივი მივაგეთ გარდაცვლილთა ხსოვნას და მათ ოჯახებს მივუსამძიმრეთ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
უწყების ცნობითვე, 23 იდენტიფიცირებული ნეშტიდან 21 სამხედრო, ხოლო 2 სამოქალაქო პირია. რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ.
„პატივი მივაგეთ აფხაზეთის ომში დაღუპულ ქართველ გმირ მებრძოლებს. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს ამ ომის მძიმე შედეგებს, იმ ტრაგედიას, ტკივილს და აგრეთვე იმ გმირულ ბრძოლას, რომელიც ადამიანებმა ათეული წლების წინ გასწიეს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა