საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა – გიორგი გახარია

საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა – გიორგი გახარია
გულწრფელად გეუბნებით, რომ ვთვლი, საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა, – ამის შესახებ პარტია “გახარია – საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ, “ტვ პირველის” ეთერში ჩართვისას განაცხადა.
გახარიას თქმით, ამ შეცდომის გამოსწორების პატარა რესურსია დარჩენილი და შეძლებენ თუ ვერა მის გამოყენებას, დამოკიდებულეია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ გარემოზე.
“ჩვენ ამ შეცდომის გამოსწორების პატარა რესურსი გვაქვს დარჩენილი. შევძლებთ ამის გამოყენებას თუ ვერ შევძლებთ, ეს პირდაპირ დამოკიდებული იქნება იმ პოლიტიკურ გარემოსთან, რომელიც შექიმნება ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნების შემდეგ. ხელისუფლების გაუაზრებელმა ქმედებებმა და ოპოზიციის შეცდომებმა, ქვეყანა დააყენა მდგომარეობაში, როდესაც, 4 ოქტომბრის ასე ჩატარდება თუ ისე ჩატარდება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ ქვეყანას ბევრად უფრო დიდი გამოწვევები და რისკები აქვს. არჩევნების ჩატარების ხარისხი არ არის მთავარი დეტერმინანტი იმასთან დაკავშირებით, რა მოხდება. არჩევნების შემდეგ რა იქნება – ეს არის.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
Previous: ყველანაირი საუბრები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიიწვიეს[საქართველო] და ა.შ. არის წმინდა წყლის სპეკულაცია და აბსოლუტურად არანაირი მარცვალი სიმართლის ამ განცხადებებში არ არის

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა