საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაცია, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მეგობრული შეხვედრა გაიმართა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, ალენ სიმონიანთან.
შეხვედრისას ისაუბრეს საპარლამენტო საქმიანობაზე, ასევე, მედიის როლსა და მნიშვნელობაზე.
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს დაათვალიერებინა პარლამენტის შენობა და გააცნო ინფრასტრუქტურული სიახლეები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოში მაღალი სამართლებრივი სტანდარტია და ამიტომაა, რომ ათასი მოძალადიდან მხოლოდ ოცია დაკავებული – საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და პავლეს – ნუ გამოაცხადებთ გმირად ადამიანებს, რომლებიც ბავშვებს მორფს ჰპარავდნენ

ირაკლი კობახიძე ხაზარაძეების კუთვნილი უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის გადაცემაზე – ეს საკმაოდ სერიოზული სკანდალია, ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა ან გადასახადების დამალვას, ან იმას, რომ რეალურად არ ხდებოდა თანხის გადახდა ელჩის მხრიდან