საოცრება ხდება ქვეყანაში, ხალხი ღიად აცხადებს, რომ ხმა მისცეს მშვიდობას, კეთილდღეობას და ამას აკეთებენ სიამაყით

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე საარჩევნო გარემოსა და პროცესს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„როდესაც შენი არჩევანის არ გრცხვენია, პირიქით, გეამაყება, ეს არის უკვე ამ პოლიტიკური გუნდის გამარჯვება“- წერს თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებთან ხალხის ნაკადი დიდია. მისი თქმით, ამომრჩეველი ღიად ამბობს, რომ ხმას აძლევს მშვიდობასა და ღირსებას.
ექსპერტის თქმით, საზოგადოება ქვეყნისა და ეკლესიის გადარჩენისთვის მზადაა და ეს ისტორიას დარჩება.
თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ დღეს საზოგადოება კიდევ ერთხელ ეტყვის მსოფლიოს, რომ საქართველო არ იყიდება.
“ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. საოცრება ხდება საარჩევნო უბნებთან. გარეთ გამოსული ხალხი, თავისი ნებით, ხმამაღლა აცხადებს, რომ ხმა მისცეს მშვიდობას, კეთილდღეობას და ქვეყნის განვითარებას. და ამას ამბობენ სიამაყით.
როდესაც შენი არჩევანის არ გრცხვენია, პირიქით, გეამაყება, ეს არის უკვე ამ პოლიტიკური გუნდის გამარჯვება. ქართველი ხალხი ნამდვილად ფეხზე დგას თავისი ქვეყნის, დედა ეკლესიის გადასარჩენად. ეს ისტორიული დარჩება მომავალ თაობას, როგორც ჩვენი ხალხის დიდსულოვნების და ქართული სულის გამარჯვების კიდევ ერთი მაგალითი.
დღეს აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო! დღეს კიდევ ერთხელ ვეტყვით მსოფლიოს, რომ ეს ქვეყანა არ იყიდება. ჩვენ ვართ ამ სამყაროს ნაწილი და გვსურს ღირსეული წევრობა,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა