საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 110 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს

საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 110 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს
საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 110 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს. 298 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი.
არჩეული პირები სრულად აკმაყოფილებენ კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩეულ ყველა პირს აქვს შესაბამისი სერტიფიკატი. არჩეულ პირთა უმრავლესობას აქვს საარჩევნო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, ასევე არის ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე. აქედან, არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და ბოლო 9 საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 22 631 პირს, რაც საერთო რაოდენობის 93.87%-ია.
ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დიდი ნაწილი ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილეა. საუბნო საარჩევნო კომისიის ახლადარჩეული წევრებიდან 18 677 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილეა, 1 976 – ,,საარჩევნო განვითარების სკოლების“, ხოლო 538 – „ახალგაზრდული ბანაკების“ კურსდამთავრებულია. ეს გარემოება თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამაღლებს პროცესის პროფესიულ სტანდარტს.
ამავდროულად, ზემოთ მოცემული მონაცემები ადასტურებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი გამჭვირვალედ და კონკურენტულ გარემოში წარიმართა.
აქვე შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ 11-დან 14 აგვისტოს ჩათვლით განცხადებით მიემართათ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით.
რაც შეეხება განაცხადების რაოდენობას, 3 051 საარჩევნო უბნის 24 408 ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა 24 314 საკონკურსო განაცხადი, მათ შორის ხელმძღვანელი პირის ვაკანტურ ადგილზე 9 117 საკონკურსო განაცხადი, ხოლო კომისიის წევრების ვაკანტურ ადგილზე – 15 197.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში, უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა, ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში

ირაკლი კობახიძე – ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს

ირაკლი კობახიძე – რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება, გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა, ეს არის ჩვენი მოწოდება ამერიკელი კოლეგების მიმართ

პრემიერი – აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს