საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს – სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.
“ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს,” – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამოქმედდა ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
“საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ყორღანაშვილი: თითქმის სამუდამოდ დადუმებული ხალხიც ჩურჩულებდა თავისთვის, რომ ჯერ გლობალური ომის პარტიაა, ჯერ დიფ სთეითია, ჯერ 20 იანვარი წინაა და თქვენ ყველას ნიკამელიები გიყვართ

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი – ჩემი დასანქცირების გადაწყვეტილება მიღებულია ერთ-ერთი სახელმწიფოს პოლიტიკოსების მიერ – სხვა ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქართულ მართლმსაჯულებაზე გავლენას ვერ მოახდენს

თენგიზ ფხალაძე – „ქართული ოცნება“ ზუსტად მიუყვება იმ სახელმძღვანელოს, რაც იმ ქვეყნებში ვნახეთ, სადაც ავტორიტარიზმი დამყარდა – ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება, რომ იმ ნიშნულს დავუბრუნდეთ, სადაც ვიყავით