საოკუპაციო ძალების მიერ 8 სექტემბერს დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია. ინფორმაციას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
„ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აცხადებენ სუსში.
ჰამლეტ მარგველაშვილი საოკუპაციო ძალებმა სოფელ ხვითის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა საოკუპაციო ხაზი ტრაქტორით გადაკვეთა და დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ სოფელ ისაკყაუში ნათესავების მონახულებას გეგმავდა.
