საოკუპაციო რეჟიმმა ნიქოზთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

ს საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
სუსში ამბობენ, რომ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად და ამ წუთებში საოკუპაციო რეჟიმთან “ცხელი ხაზის” მეშვეობით მოლაპარაკება მიმდინარეობს.
დაკავებულთა ვინაობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ასაჯაროებს. ერთადერთი, რაც სუსში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ისაა, რომ დაკავებულები ადგილობრივი მცხოვრებლები არ არიან.
სოფელი ნიქოზი ოკუპირებულ ცხინვალს ესაზღვრება და აქ ხშირია მოქალაქეთა დაკავების შემთხვევები.
ამჟამად ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 11 მოქალაქე იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა