საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ირაკლი კობახიძეს მოუწოდა, მოაწეროს ხელი დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიაროს.
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კობახიძის გამოსვლა არის საქართველოს ხელისუფლების განმეორებითი რიტორიკის მაგალითი “იგივე მითიური ტერმინებით“.
მიგვაჩნია, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება იმავე სულისკვეთებას გააგრძელებს, წარსულის დაძლევაში პოზიტიურ შედეგებს ვერ მივაღწევთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს, ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ”, – ნათქვამია აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უწყების განცხადებაში.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ “ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყველა დანგრეული ხიდი ჩვენს “ქვეყანაში“.