“სანქცირების შემდეგ პრემიერი არის “პაროდია”” –

პოლიტოლოგი, , ს და ლიეტუვის სანქციების სიაზე საუბრისას, მედიასთან განმარტავს რომ სანქციების შემდეგ პრემიერი არია პაროდია.

“პრემიერ-მინისტრი რომ სანქცირებულია ევროკავშირის ერთი, ორი ან უფრო მეტი ქვეყნის მიერ, ეს ნიშნავს, რომ ის ვერ განახორციელებს თავის უფლებამოვალეობას. მისი მოვალეობა რა არის? რომ საგარეო პოლიტიკური აქტივობები ჰქონდეს. ურთიერთობების დეგრადაციის პროცესი უკვე იმ დონეზეა, რომ კანონზომიერია, რომ ეს პროცესი განვითარდეს და გაფართოვდეს.

არა მხოლოდ ევროპაში, არამედ -ს პოზიციასაც ვხედავთ უკვე. საერთოდ, ჩვენი ხელისუფლება სტერილურია უკვე საერთაშორისო გაგებით, არათუ საგარეო ურთიერთობებში, არამედ შიგნითაც, რამდენიმე შენობას აკონტროლებენ. რას აკონტროლებენ? შენობიდან შენობაზე გადარბენაზე არიან დაცვით.

ჩვენ კი ვიცით, რომ ის თოჯინაა სხვის ხელში, მაგრამ წმინდა ფორმალური გაგებითაც კი, თავი გავანებოთ ამ მანკიერებას, რაც მმართველობის სისტემაშია დამკვიდრებული, ის პოლიტიკურ კომაშია. მას არანაირი დიაპაზონის რეალური მოქმედების საშუალება არ აქვს და თუ ბიძინას ასეთი სურვილი აქვს, ეჯდება კაბინეტში, ეწერება . ის არ არის რეალური, ქმედითი პრემიერ-მინისტრი, არის პაროდია, ისევე როგორც ტრაგიკომედიაა პრეზიდენტი.”- ამბობს გია ხუხაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს, მას 5 წლით პატიმრობა მიესაჯა და 1 მილიონი ჯარიმა, მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა